ახალი ამბები
ქუთაისის მერია 30 ათასი ლარის ღირებულების სავარძლებს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა 29 975 ლარის ღირებულების სავარძლებს ყიდულობს.
70 ცალი საოფსე სკამი, 40 ცალი სხდომათა დარბაზის სკამი, 18 ცალი გორგოლაჭიანი სავარძელი, 15 ცალი კომპიუტერის სავარძელი - ამ და სხვა საოფისე ნაწილების შეძენაზე მერიამ სახელმწიფო შესყიდვა (NAT210020836) უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილობრივ თვითმმართველობას წუნდაუდებელი ავეჯი უნდა მიაწოდოს.

წინადადების მიღება 15 ნოემბერს იწყება.  



Print