ახალი ამბები
დღეს გადაწყდება შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას
FaceBook
მიხეილ სააკაშვილს დღეს გლდანის #18-ე დაწესებულებაში მისი ადვოკატები მოინახულებენ, რომლებიც სტრასბურგის გადაწყვეტილებას გააცნობენ, სადაც სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

სტრასბურგის  გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, განსხვავებულად კითხულობენ ხელისუფლება და მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები. გუშინ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა, ხოლო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

განსხვავებულად შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად სააკაშვილი არ დასწრებია. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამის მიზეზად, მისი ეტაპირების დროს, ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი დესტრუქციული ქმედებები დაასახელა.

Print