ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
FaceBook
თბილისის  საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარელელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები "მიშა, მიშას"  და "მონებოს" სკანდირებენ.




ადგილზე მობილიზებულია  დიდი რაოდენობით პოლიცია, რომლებსაც სასამართლოს შესასვლეთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. სპეციალურმა  პენიტენციურმა სამსახურმა ამის მიზეზად ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი დესტრუქციული ქმედებები დაასახელა.


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში 9 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ იგი ციხიდან მოტყუებით გაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე 41 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მართავენ.






Print