ახალი ამბები
„საიდუმლო გვირაბი“ გეგუთში - ლეგენდები და რეალობა
FaceBook
გეგუთში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ კოშკში საიდუმლო გვირაბია, რომელიც გასასვლელებით გეგუთის სასახლეს და ვარციხეს  უკავშირდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ გეგუთში, რესტორან "კოშკებთან" მდებარე ძველ კოშკში საიდუმლო გვირაბის არსებობაზე მიუთითებენ.

სოფელ გეგუთში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ხსენებულ კოშკში საიდულო გვირაბი არსებობს, რომელიც გასასვლელებით გეგუთის სასახლეს და ვარციხეს უკავშირდება.

"როცა მტერი შემოესეოდა ტერიტორიას ამ კოშკზე ანთებდნენ ცეცხლს განგაშის ნიშნად და კოშკიდან საიდუმლო გვირაბის გასასვლელებით სარგებლობდნენ, ლეგენდის თანახმად, ეს გვირაბი ვარციხეში და ციხესიმაგრესთან გადის," - ყვებიან გეგუთლები.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიულ წყაროებში არ არსებობს არანაირი წყარო, რომელიც ლეგენდის შინაარს დაადასტურებს. კოშკი აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში (XVII საუკუნე) და შესაბამისად თამარის მეფობის დროს აშენებულ სასახლესთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.

"ეს არის ჩვეულებრივი სათვალთვალო კოშკი, რომელსაც იყენებდნენ იქამდე, ვიდრე მობილურ ტელეფონს გამოიგონებდნენ, ამ კოშკში არანაირი საიდუმლო გვირაბი არ არსებობს," - განმარტავენ ისტორიკოსები.

გეგუთი ისტორიულ წყაროებში VIII საუკუნიდან ჩნდება.


Print