ახალი ამბები
დაკავებულია 46 ადამიანი - შსს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე აქციებზე 46 პირი დააკავა.

უწყება განმარტავს, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე, შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა
", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას.


დღეს, 13:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, პროცესის პარალელურად, 11 საათზე სამ ლოკაციაზე: ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროებისა და ე.წ. მოდულის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. 13:00 საათზე კი პროტესტი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებს.

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა სხდომას მიხეილ სააკაშვილი.



ფოტო: ნეტგაზეთი
Print