ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი 42 777 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
ბოლო თერთმეტი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 42 777 მგზავრს და 195 რეისს მოემსახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წელს 48%-ით აღდგა მგზავრთნაკადი და 65%-ით რეისების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის აეროპორტიდან უკვე შესაძლებელია პირდაპირი ავიარეისით ბარსელონასა და ვენაში გაფრენა.

მგზავრებს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უნდა ჰქონდეთ pcr -ტესტი, ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა,  ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხოლო ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)

კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენების შესრულება 2019 წლის მარტში შეწყდა.
Print