ახალი ამბები
თბილისში მიმდინარე აქციებზე 30- ზე მეტი ადამიანი დააკავეს
FaceBook
თბილისში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, აქციის მონაწილეებს აკავებენ. 

დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, დეპუტატი  და აქციის რიგითი მონაწილეები.

მოქალაქეებს დაკავების მოტივს არ აცნობენ. 

აქციის ერთი-ერთი მონაწილე ინტერვიუს მიცემის დროს დააკავეს. 

„არ შეიძლება სახელმწიფო უწყებების პიკეტირება“, - ეს არის ზოგადი განმარტება, რასაც სამართალდამცველები მათი დაკავების დროს  აკეთებენ. 

„ჯერ კიდევ გროვდებოდნენ ადამიანები, როდესაც დააკავეს, ყოველგვარი ახსნის გარეშე. რაც უნდა დააკავონ, ამ ადამიანებს ვერ დაახევინებენ უკან და ბრძოლა გაგრძელდება“, -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ.

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, პროცესის პარალელურად, 11 საათზე სამ ლოკაციაზე: ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროებისა და ე.წ. მოდულის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. 13:00 საათზე კი პროტესტი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებს.






Print