ახალი ამბები
კორონავირუსის 10 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 647 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ქვეყანაში ინფიცირების 766 818 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 700 568, გარდაიცვალა 10 662 პაციენტი.

9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.
Print
თეგები: #სტატისტიკა