ახალი ამბები
აცრიდან რამდენ ხანში მიიღებენ პენსიონერები 200 ლარიან დანამატს
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრო ერთჯერად ფულად დანამატს იმ პენსიონერებს გადასცემს, რომლებიც კოვიდვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ.

თანხა პირველივე აცრის შემდეგ გაიცემა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს,  ვაქცინირებულ პენსიონერთა სია, თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება.

სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, ის ბენეფიციარები, რომლებზეც დანამატის გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პენსიონერები, რომლებიც რვა ნოემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით აიცრებიან, 200 ლარიან დანამატს მიიღებენ.


Print