ახალი ამბები
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში. იგი გვიან ღამით მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის თავს სუსტად გრძნობს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში 9 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ იგი ციხიდან  მოტყუებით გაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე 41 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მართავენ.


Print