ახალი ამბები
იმუნიზაციის საბჭომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები შეიმუშავა
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია "სინოფარმის" და სინოვაკის" ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს "ფაიზერის" დოზა. "ასტრაზენეკას შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ, პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს "ფაიზერით" ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ "ფაიზერით" ვაქცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში "ფაიზერის" დოზის გამოყენება",
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭომ არასრულწლოვანების ვაქცინასთან დაკავშირებით ცვლილებები დაუშვა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების "ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა.

,,საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ, ხოლო ,,ფაიზერით'' აცრა 16 წელს ზემოთ პირებს.
Print