ახალი ამბები
ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან?
FaceBook
2022 წლიდან  ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი 10%-ით გაეზრდება.

იანვრიდან ანაზღაურება  ეზრდებათ მასწავლებლებს, მანდატურებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და სოციალურ მუშაკებს. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში მომუშავეთა ყოველთვიური საბაზო თანამდებობრივი სარგო 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარი გახდება.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეების შრომითი ანაზღაურებისთვის თანხა 176 658 000 ლარით იზრდება.

იზრდება საჯარო სივრცეში დასაქმებულთა რიცხვიც. მათი  რაოდენობა 2022 წელს  112 752 იქნება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებაც 22,3 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლების გარდა, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.


Print