ახალი ამბები
პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, 200 ლარიან დანამატს მიიღებენ
FaceBook
პენსიონერები, რომლებიც დღეიდან პირველი იანვრის ჩათვლით აიცრებიან, 200 ლარიან დანამატს მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

,,დღეიდან,  200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ-
, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვებზეც. მისი თქმით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე ბარათი. მწავნე სტატუსი ექნება კოვიდგადატანილ პირებს, სრულად აცრილებსა და იმ პირებს, რომლებმაც ბოლო 72 საათში ჩაიტარეს პისიარ ტესტი.  პირველი დეკემბრიდან კი მათ, ვინც მწანე ბარათს არ ფლობს, გასართობ და კვების ობიექტებში შესვლა აეკრძალებათ. 

Print