ახალი ამბები
"ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 


"რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია, განვმარტავ, რომ ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი პანდემიის და აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა ვაქცინაციას. რისკ- ჯგუფებს, რაც შეეხება, ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი მის  აუცილებლობაში. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა
", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტი და პირველი დეკემბრიდან მის გარეშე შესვლა კვებისა და გართობის ობიექტებში შესაძლებელი არ იქნება. ის პენსიონერები კი, რომლებიც დღეიდან 1 იანვრამდე აიცრებიან, მიიღებენ 200 ლარიან დანამატს. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 348 ადამიანი, გარდაიცვალა 74 პაციენტი.





Print