ახალი ამბები
საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტი ამოქმედდება
FaceBook
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტი ამოქმედება.


ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მწვანე სტატუსი ექნება მხოლოდ იმ პირებს, ვინც სრულად აცრილია, ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს პისიარ ტესტი, ან კორონავირუსი აქვს გადატანილი
ბოლო 12 თვის განმავლობაში.

,,მწვანე სტატუსი იმოქმედებს 18 წელს ზემოთ ყველა პირზე, მათ შორის,  ტურისტებზე''- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.

პრემიერის თქმით, ვაქცინა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ის სავალდებულო არ გახდება.

მწვანე პასპორტი საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.
Print