ახალი ამბები
კორონავირუსის 8 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 348 ადამიანი, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ქვეყანაში ინფიცირების 755 046  შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა - 693 129, გარდაიცვალა 10 509  პაციენტი.

7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.
Print