ახალი ამბები
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 1 522 139 ტურისტული ვიზიტი შედგა
FaceBook
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220 705 საერთაშორისო  ვიზიტი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს მონაცემები 324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ვიზიტებთან შედარებით.

"ტურისტული ვიზიტების აღდგენა 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში 1 522 139 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ათ თვესთან შედარებით -81%-ით ნაკლები''-, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის ათ თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1 393 914 შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.8%-ით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ შემოსავლის სახით 161 862 751 აშშ დოლარი მიიღო, რაც 146 187 024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება 156 770 174 დოლარს შეადგენს.
Print