ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში გადაადგილება დროებით იზღუდება
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 9 - 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება.


"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროებითი რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით მოხდება.
Print