ახალი ამბები
ქუთაისის მერია შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო ნობათებს დაურიგებს
FaceBook
1000 ცალი საჩუქრების შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 6 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.



ქუთაისის მერია შშმ პირთა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო ნობათებს დაურიგებს. 1000 ცალი საჩუქრების შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 6 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სადაც, მსრუველებისთვის წინადადების მიღება დღეს იწყება და 11 დეკმებრამდე გაგრძელდება.

კარამელის კანფეტი 200 გრამი, ასევე 200 გრამი შოკოლადის კანფეტი, ორი ცალი ვაფლის ტორტი, მისალოცი ბარათი და ქისა - სულ ეს ტკბილეული შედის აღნიშნული პირებისთვის გადასაცემ საახალწლო ნობათებში.
ქუთაისის მერია ასევე 12 000 ლარის ღირებულების საახალწლო ნობათების გადაცემას, ბავებისთვისაც გეგამავს.

Print