ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა
FaceBook
პლატფორმა worldometers-ის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების დღიდან კოვიდ19-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა.

გამოჯანმრთელებულია 227 მილიონამდე ადამიანი, გარდაიცვალა 5 მილიონამდე პაციენტი.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 47.3 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
Print