ახალი ამბები
Მესხიშვილის თეატრის შენობის 66 წლის იუბილე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისის Მესხიშვილის თეატრი, რომელიც დაარსებიდან 150 წელზე მეტს ითვლის, თეატრის ამჟამინდელ შენობაში 66 წლის წინ დაფუძნდა.

მესხიშვილელები Შენობაში შესვლის თარიღს ყოველი წლის 5 ნოემბერს აღნიშნავენ.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მისი მშენებლობა დაიწყო 1934 წელს, არქიტექტორ შ. თავაძის პროექტით. მშენებლობა გარკვეული დროით შეაფერხა მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ 1944 წელს განახლდა.

არქიტექტორმა მ. შავიშვილმა გადაამუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც თეატრი 1100 მაყურებლისთვის იქნა გათვალისწინებული. 1955 წელს დამთავრდა

თეატრის მშენებლობა და 5 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა.

თეატრის მშენებლობაში ადგილობრივ მშენებლებთან ერთად გერმანელი, პოლონელი, ლატვიელი  ტყვეები იღებდნენ მონაწილეობას.


Print