ახალი ამბები
ბანერისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს
FaceBook
4 ნოემბრის ღამეს, ქუთაისში ბანერის დამზადების გამო დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს.

ადვოკატის ელისო დათუსანის თქმით, სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან დაცვის მხარემ ფოტო და ვიდეომტკიცებულებების გამოთხოვისთვის დრო მოითხოვა.

"ადმინისტრაციული პატიმრობა მეტხანს უბრალოდ ვერ გაგრძელდებოდა და გამოუშვეს ორივე. გადაიდო პროცესი, რადგან ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. როგორც ბიჭები ამბობენ, მათი დაკავების კადრები გადაღებული აქვს საპატრულო პოლიციას. შესაბამისად, ვითხოვთ თუ რაიმე ფოტო და ვიდეომტკიცებულებაა, მათ გამოთხოვას"
, - ამბობს ადვოკატი ელისო დათუსანი.


მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
Print
თეგები: #დაკავება