ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 950 693 ადამიანი
FaceBook
6 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2 000 388 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 046 880 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.8%.

სრულად ვაქცინირებულია 950 693 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.

5 ნოემბერს აიცრა 4 942 ადამიანი.


აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე. საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწდომია სამი სახის ვაქცინა: ფაიზერი,სინოფარმი და სინოვაკი.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.


Print