ახალი ამბები
საქართველოში, შესაძლოა, მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდეს
FaceBook
ორშაბათს, შესაძლოა,  ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების შესახებ გამოცხადდეს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ მწვანე პასპორტის შემოღებაზე უნდა იფიქროს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. 

,,მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის, განსაკუთრებით, გარკვეული ჯგუფებისთვის, ისეთი, როგორიცაა ჩემი კოლეგები და მასწავლებლები, მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორი.  ალბათ, ძალიან მალე, ერთ-ორ დღეში გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების,  ე.წ. კოვიდპასპორტების სისტემის ამოქმედება''-, ამბობს პაატა იმნაძე.


4 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მწვანე პასპორტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს არსებულ რეგულაციებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 235 ადამიანი, გარდაიცვალა 68 პაციენტი.

Print