ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა იმყოფება
FaceBook
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება.

საუბარია სულ 171 სკოლასა და 408 კლასზე. სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის სტატისტიკით, შემცირებულია დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.

"სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%
", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების თქმით, სამინისტრო სკოლებში კოვიდ-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ჩოვიდ-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
Print