ახალი ამბები
ქუთაისმა ევროკავშირის კულტურულ პროექტში გაიმარჯვა
FaceBook
ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული ქალაქებია.

თითოეულ მათგანს ევროკავშირისგან გადაეცემა გრანტი 30 000€ - კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად.

EU4Culture
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2021 - 2024 წლებში ხორციელდება.

იგი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

პროექტის მთავარი მიზანია, კულტურის განვითარებით, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა. ასევე, ზრუნვა იმაზე, რომ კულტურა იქცეს არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის საშუალებად, არამედ, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების წყაროდ.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების ქალაქები კულტურის სტრატეტგიას შეიმუშავებენ.


Print