ახალი ამბები
ბელგია-ჰოლანდიის ეპარქია და კათოლიკე ეკლესია ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებენ
FaceBook
საქართველოს კათოლიკე ეკლესია, ყველა კათოლიკეს სახელით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს მოშმშილე მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად ქმედითი ნაბაიჯები გადადგან.

"გვინდა კათოლიკეთა სახელითაც მივმართოთ ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც. ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა, ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა," -  წერია განცხადებაში.

იგივე შინაარსის მიმართვა გაავრცელა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიამ, თუმცა, მათი განცხადება ამ დროისთვის აღარ იძებნება.

"რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას, რომ შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ. პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი არავინ  უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს", - ეწერა განცხადებაში. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 36-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას მიხეილ სააკაშვილმა მისი დაკავების შემდეგ მიმართა.

ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალონ.

ამ პოზიციას ხელისუფლება არ იზიარებს.



Print