ახალი ამბები
ქუთაისში ორი აქტივისტი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.

მიშიკო მუმლაძე და იმედა ონიანი სამართალდამცველებმა მაშინ აიყვანეს, როცა ისინი საპროტესტო შინაარსის  ბანერს წერდნენ. 

"დააკავეს წერის მომენტში. ეს ბანერი რომ გამოეფინათ ან სადმე გაეკრათ,  ეს არ მომხდარა", - ამბობს დაკავებულების ადვოკატი ელისო დათუსანი. 

პოლიციამ ისინი ქუთაისიდან სამტრედიის საპოლიციო განყოფილებაში იმ მიზეზით გადაიყვანა,  რომ ქუთაისის განყოფილებაში ადგილები არ იყო.

გუშინ, 4 ნოემბერს ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს. 


Print