ახალი ამბები
„ვერ დაგვღლიან“ - ნიკა მელიას გამოსვლა ქუთაისის აქციაზე
FaceBook
ქუთაისში საპროტესტო აქცია „თავისუფლება მიშას“ მიმდინარეობს. 

აქციას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა ქალაქებიდან შეუერთდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა. 

„სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ წართმეული არჩევნების უკან დაბრუნებისთვის და ღირსების აღდგენისთვის. ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის ვალდებულება. ვერ დაგვღლიან“, - განაცხადა მელიამ. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამარტოო საკანში 35 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.

Print