ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - ქუთაისში საპროტესტო აქცია იწყება
FaceBook

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში,  ოპოზიციის აქციის სამზადისი მიმდინარეობს.


"თავისუფლება მიშას" - ამ სლოგანით დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერები 18:00 საათზე მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

31 ოქტომბერს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩატარდება.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამარტოო საკანში 35 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.


 

Print
თეგები: #აქცია