ახალი ამბები
"ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
"ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის" - ამ შეთავაზებით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

ქვეყნის პირველი პირი საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად პანდემიასა და აცრების სიმცირის პრობლემასაც შეეხო. Მან მძიმე დემოგრაფიული სიტუაციის გამო, რომელიც ხელისუფლების მიერ ეპიდსიტუაციის არასწორად მართვის მიზეზით დადგა ქვეყანაში, ყველა მხარეს პასუხისმგებლობა დააკისრა - Ხელისუფლებას, საპატრიარქოს, მედიცინის მუშაკებს, საზოგადოებას და მედიას.

"ჩვენი ქვეყნის ტრაგედიის მომსწრენი ვართ, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი. სახელმწიფოს პასუხიმგებლობით აღჭურვილი პირები და მათ შორის,  მეც. Ჩვენ უფრო მეტი კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინააციის წარმატებით ჩატარებისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ეკისრებათთ პარტიებს, რომლებიც აქციებს მართავენ რეგულაციების და სიფრთხილის მიუხედავად. Პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელი მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომელთა შეხედულებები საერთო საქმეს ვნებს. Პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირადი შიშების გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში.

იგი ამ კატასტროფის დაძლევის ვარიანტებზეც მიუთითებს და რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, აუცრელი პირებისთვის ფასიანი მკურნალობის შემოღებაზეც საუბრობს. 

"Მივმართავ ხელისუფლებას,  რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრეცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის,"- აღნიშნავს პრეზიდენტი.

Ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4648, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ქვეყანაში ინფიცირების 738 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 678 288, გარდაიცვალა 10 238 პაციენტი.

Print