ახალი ამბები
იზა ჩირგაძე მედიასთან გამოჩნდა და მასზე ზეწოლა უარყო
FaceBook
ქუთაისის #90-ე უბნის რეგისტრატორი, რომელიც მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა, აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა და არავინ დამუქრებია.

იგი გუშინ გვიან ღამით პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ მისი გაუჩინარება მის უსაფრთხოებას არ უკავშირდებოდა და იგი სიტუაციას გაერიდა.

"არანაირი დამუქრება, არანაირი ზეწოლა, არანაირი გატაცება, ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად. სოფელში წავედი ნათესავებთან დროებით. გავწყვიტე ყველასთან კონტაქტი და გავერიდე სიტუაციას",
- აცხადებს იზა ჩირგაძე მედიასთან საუბარში.

იზა ჩირგაძემ პირველ ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბში არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას აიძულებდნენ სხვადასხვა პირები ყალბი პირადობის მოწმობით რეგისტრაციაში გაეტარებინა. იზა ჩირგაძე მაშინ ამბობდა, რომ როცა მან ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, მისი და მისი ოჯახის მისამართით ზეწოლა და მუქარა დაიწყო. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" კომისიის წევრი ორი დღის განმავლობაში მედიასთან არ ჩნდებოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ჩირგაძე იმერეთის სოფელში მეუღლის ოჯახში იყო წასული, თუმცა, მან საცხოვრებელი სახლი 3 ნოემბერს დატოვა და ქუთაისში დაბრუნდა. ახლა კი ყველა განცხადებას, რაც მან შტაბში გააკეთა, უარყოფს.


ამავე თემაზე:


იზა ჩირგაძემ ის სახლიც დატოვა, სადაც ბოლოს იმყოფებოდა


იზა ჩირგაძე სოფელში ოჯახთან ერთადაა

ქუთაისში რეგისტრატორმა აღიარა, რომ არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ
Print
თეგები: #იზა ჩირგაძე