ახალი ამბები
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს
FaceBook
ქუთაისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება.

აქცია "თავისუფლებისთვის, ცვლილებებისთვის" 17:00 საათზე, მონპლაზირის თაღთან გაიმართება.

31 ოქტომბერს კი ოპოზიციამ  რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა. 

,,ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას" - განაცხადა ნიკა მელიამ.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.

ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, წალენჯიხის გარდა, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
Print