ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის პიარის პოსტი ვაკანტური გახდა
FaceBook
"დავასრულე მორიგი საინტერესო და საკმაოდ რთული ეტაპი"


ქუთაისის ოპერის თეატრის პიარმა აკაკი ანდღულაძემ თანამდებობა დატოვა. 
აკაკი ანღულაძის თქმით, ის უფრო საინტერესო და შესაძლოა, კიდევ უფრო რთული გამოწვევისთვის ემზადება.

"დავასრულე მორიგი საინტერესო და საკმაოდ რთული ეტაპი. ვფიქრობ ის დრო, რაც ამ ეტაპს დავუთმე, ყველაფრის მიუხედავად ორმხრივად სასარგებლო იყო - როგორც ჩემთვის, ასევე თეატრისთვის.
ახლა ვემზადები ახალი, უფრო საინტერესო და შესაძლოა, კიდევ უფრო, რთული გამოწვევისთვის. ვფიქრობ, ვიდრე ახალ "ხიფათს" გადავეყრები, ცოტა პაუზა არ მაწყენს - ამ შუალედში საკუთარი თავისთვისაც უფრო მეტად მოვიცლი.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ვუსურვებ წარმატებას და მაყურებლის სიყვარულს!," - წერს აკაკი ანდღულაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

აკაკი ანდღულაძეს ქუთაისის ოპერის თეატრის პიარის პოსტზე 2 წლის მანძილზე მუშაობდა.
Print