ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისის მერიასთან დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს.

ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "ჩვენ ვათენებთ" წევრი ნათია გიორგაძე ამბობს. მისი თქმით, ოთხივე აქტივისტი გამოუშვეს,  ხოლო სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს ჩაინიშნა.

პოლიციამ  მერიასთან აქტივსტები, სტენსილის დახატვის მცდელობის გამო, პირველ ნომბერს დააკავეს.

მოძრაობის წევრები  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვნდნენ.  მათ მერიის შენობასთან  პარლამენტის ქუთაისის ყოფილი შენობიდან გადაინაცვლეს, სადაც ღამე გაათენეს.

მოძრაობის "ჩვენ ვათენებთ" წევრები, საბოლოოდ  რუსთავის ციხესთან მივიდნენ, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. 

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავავების დღიდან შიმშილობს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.

თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
Print