ახალი ამბები
„მაკბეტი“ - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
12, 13 ნოემბერს,  მესხიშვილის თეატრში პრემიერაა.

წარმოდგენილი იქნება უილიამ შექსპირის ორმოქმედებიანი ტრაგედია ,,მ ა კ ბ ე ტ ი“.



„მაკბეტის“ პოსტერი. მხატვარი შოთა გლურჯიძე


სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია კოტე აბაშიძე.

მაკბეტს ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ალექსანდრე ფურცხვანიძე განასახიერებს, ლედი მაკბეტს - გორის თეატრის მსახიობი მაკა შალიკაშვილი. 

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქუთაისის მესხიშვილის თეატრში „მაკბეტის“ ინსცენირება მოახდინეს.  უახლოეს წარსულში რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა  „მაკბეტის“ დადგმა განახორციელა. 

ბილეთები გაიყიდება თეატრის სალაროში ( 0431) 24 56 41 და საიტზე biletebi.ge
ღირებულება 12, 10, 8, 7 ლარი.

სპექტაკლი დაიწყება 19 საათზე.


მთავარი ფოტო: სპექტაკლის რეპეტიცია
Print