ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
FaceBook
59-ე  ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო.
საოლქოში შესული 17 საჩივრიდან  8 განიხილეს, საიდანაც 6 საჩივარი არ დაკმაყოფლდა.

დაკმაყოფილდა #119 საარჩევნო უბანზე  კენჭისყრის დღეს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივარი, რომელიც რეგისტრატორის არაკომპეტენტურობას ეხებოდა. 

"რეგისტრატორმა არასწორად მოახია ბიულეტინი, რის გამოც უბნის თავმჯდომარემ სხვა რეგისტრატორით ჩაანაცვლა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა, ჩვენც გაფრთხილებას მივცემთ", - განაცხადა საჩივრების განხილვისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილმა. 

მეორე დაკმაყოფილებული საჩივარი ასევე, კენჭისყრის პროცესზე იყო,  რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა 91-ე  უბანზე დააფიქსირა.  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მივიდა, რომელსაც საკუთარი პოზიცია გადასატან ყუთში უკვე დაფქსირებული ჰქონდა. 

კომისიის გადაწყვეტილებით, უბნის  თავმჯდომარეს და მდივანს  გაფრთხილება მიეცა. 

საოლქოში შესული  საჩივრებიდან 13 "ნაციონალური მოძრაობის",  ხოლო დანარჩენი "სამართლიანი არჩევნების" დამკვირებლებმა დაწერეს. 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურ დარღვევებს ეხება. 

საოლქო კომისიამუკვე გადათვალა  7  უბანი, საიდანაც ცვლილება სამ უბნის ოქმის მონაცემში  შევიდა.  

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.


Print