ახალი ამბები
დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და აცრების შემცირებული რაოდენობა იმერეთში
FaceBook
პირველი  ნოემბრის მონაცემით, დღიურად აცრილთა რიცხვი 3369-ია, Მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა 5553 - ია.

დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია იმერეთში,  1189 დადასტურებული შემთხვევით. ამ მონაცემით, იმერეთი პირველია საქართველოს რეგიონებს შორის.

იმერეთში აცრების რაოდენობა მხოლოდ 502 -ია, ანუ აცრები ბევრად ჩამორჩება დაინფიცირების ახალ შემთხვევებს.

Მაშინ, როდესაც აჭარაში ახალი დადასტურებული შემთხვევა სულ 149-ია, აცრების რაოდენობა კი - 419.

აჭარაში Აცრები თითქმის სამ ნახევარჯერ აღემატება ინფიცირების ახალ შემთხვევებს.

2 ნოემბრის მონაცემებით,  საქართველოში სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %

სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%.



Print