ახალი ამბები
გაზის ტარიფი იზრდება - ვის ეხება ცვლილება?
FaceBook
პირველი  დეკემბრიდან,  რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 20 თეთრით ძვირდება.

"სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით, თუმცა, აღნიშნული ცვლილება არ შეეხება პურის მწარმოებელ კომპანიებს.

კომპანიის განცხადებით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. 

"ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - აღნიშნულია "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაში.

ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს/ფიზიკურ პირებს.
Print