ახალი ამბები
სუსმა გააჩუმა - ქუთაისში ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი დააკავეს
FaceBook
წუხელ,  გვიან ღამით, ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

სამართალდამცველებმა იგი ქუთაისში,  სუსის შესასვლელის გადაკეტვის გამო აიყვანეს. დაკავების კადრები თავად იმედა კლდიაშვილმა გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ის ძალის გამოყენებით მიჰყავს.

იმედა კლდიაშვილის თანაგუნდელების თქმით, სუსმა მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ის იცავდა იმ კოორდინატორს, რომელსაც გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა.

"ქალბატონი იზა აპირებდა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მტკიცებულებებზე საუბარს და სუსმა ის გააჩუმა", - აცხადებენ პარტიაში.

გუშინ, პირველ  ნოემბერს,  იზა ჩირგაძე, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ.

იზა ჩირგაძემ ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  შტაბში განაცხადა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღოა


Print