ახალი ამბები
კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია დაიწყო
FaceBook
10 წლის შემდეგ,  აღმაშენებლის მოედანზე მდებარე კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,დავითი'' 500 000 ლარად ასრულებს. პროექტი რეგიონებში განხორციელებული საპილოტე პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

შპს ,,დავითი'' თანხის ნაწილს,  137 980 ლარს,  მიმდინარე  წელს მიიღებს, ხოლო დანარჩენი 2022 წლის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება.

რეკონსტრუქციის ფარგლებში  აღდგება განათების სისტემა, განახლდება მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა.

სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელია.

შადრევნის რეკონსტრუქცია თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კოლხური შადრევნის რეკონსტრუქციის ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველად,  2019 წელს, მერია სამუშაოებში 6 000 ლარს იხდიდა, თუმცა, სავარაუდოდ, თანხის სიმცირის გამო ჩაიშალა.

არქიტექტორ, დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული შადრევანი, რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკებაა დადგმული, ქუთაისის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდა. ის 2011 წელს საზეიმოდ გახსნა მიხეილ სააკაშვილმა.
Print