ახალი ამბები
საქართველოში საწვავი გაძვირდა
FaceBook
საქართველოში ბოლო  ორი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაიზარდა.

საწვავის  ფასები ასე გამოიყურება:


Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 2,82 ლარი იყო.

Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია,  ორი კვირის წინ მისი ფასი 3,10 ლარი იყო.

გაზრდილია Premium-ის ტიპის საწვავის ღირებულებაც და ის  საშუალოდ 3,25 ლარს შეადგენს. ორი კვირის წინ  პერმიუმი 3,17 ღირდა.

დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება  2,97 ლარია, მისი ფასი  2,89 ლარი იყო.

საწვავის ფასთან ერთად იმატებს თხევადი გაზის (LPG)  ფასიც. მისი ღირებულება ახლა  2 ლარია, ხოლო ორი კვირის წინ 1,9 ლარი ღირდა.
Print
თეგები: #საწვავი