ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
FaceBook
საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების დღიდან ამ დრომდე, 10 089 ადამიანია გარდაცვლილი.
მხოლოდ ოქტომბრის თვის კოვიდ სტატისტიკის მიხედვით, ვირუსით 1000 მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა კიდევ 44 ადამიანი.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 2141 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5081 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ქვეყანაში ინფიცირების 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 665 599 ადამიანი. 

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 401, თბილისი - 928, შიდა ქართლი - 105, ქვემო ქართლი - 145, კახეთი - 221, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 40, აჭარა - 99, გურია- 34, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 128, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებულია 19 886 ტესტი.
Print