ახალი ამბები
დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება
FaceBook
დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება.

საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით,  წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ბათილი ბიულეტენების პროცენტურული მაჩვენებელი დაბალია და  დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ასეთი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც წალენჯიხის გარდა, ყველგან ,,ქართულმა ოცნებამ'' მოიგო.
Print