ახალი ამბები
"ვითხოვთ უბნების ხელახლა გადათვლას" - ხატია დეკანოიძე
FaceBook
"ნაცონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს არ სცნობს.
მერობის კანდიდატი ზოგიერთ უბანში ხმების თავიდან გადათვლას, ხოლო ზოგიერთ უბანში კი, ხმების გაბათილებას ითხოვს.

მისი თქმით, ყველაზე პრობლემური უბნები ციხე, კოვიდუბანი და გადასატანი ყუთი იყო. ის ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქის ყველა საარჩევნო უბანში კონკრეტული პირები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ, რის გამოც ის პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ამის გარდა, ხატია დეკანოიძე გაბათილებული ბიულეტენების (2396) ხელახლა გადათვლასაც ითხოვს.

"124 უბანზე 2000 ბიულეტენია გაბათილებული და ძირითადად ეს არის ოპოზიციური კანდიდატის ბიულეტენები, გარდას ამისა, 124 უბნიდან 20 უბანზე ბალანსი არ ჯდება, რაც ხდებოდა უბნებზე, მოსყიდვა, შანტაჟი ადამიანების დაშინება, ეს ყველაფერი იმასთვის, რომ ადამიანების თავისუფალ ნებაზე ზემოქმდება მოეხდინათ. ამის გარდა, ციხე, იქ სადაც არანაირი ბერკეტი არ გვქონდა რომ ზედამხველობა გაგვეწია, იქ ყოველგვარი ფარულობის გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა. ვაპირებთ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და ვგეგმავთ, სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი, ჯერ საოლქოში და შემდეგ სასამართლოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანიდატმა მიღებული ხმებისთვის ქუთაისის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

ცესკომ უკვე დაითვალა ქალაქში არსებული 124-ივე საარჩევნო უბნის შედეგები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილს ამომრჩევლების 51,64%-მა  დაუჭირა მხარი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხატია დეკანოიძეს ამომრჩევლების 48.35%-მა.

პირველ ტურში, კი შედეგები განსახვავებული იყო:

"ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძე - 43.35%;

"ქართული ოცნება" იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%;

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print