ახალი ამბები
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოსა და ბაღდათში "ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს
FaceBook
ქუთაისის გარდა, იმერეთის რეგიონში ორ მუნიციპალილეტეტში, წყალტუბოსა და ბაღდათში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბაღდათის 31 საარჩევნო უბანში "ოცნების" კანდიდატმა ხმების 60, 693% (6550 ამომრჩველი) მიიღო , ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ რობაქიძემ 39, 307% (4242 ამომრჩეველი),

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოში ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" გენადი ბალანჩივაძე 51,167% (1337 ამომრჩეველი);

"ნაციონალური მოძრაობა" ზაზა მეტრეველი 42.833% (993 ამომრჩეველი);

30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართა.

ცესკო-ს წინსწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

რაც შეეხება, თვითმმართველ ქალაქებს, - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი მმართველი პარტიის კანდიდატები იგებენ.
Print