ახალი ამბები
ვინ ლიდრეობს იმერეთის რეგიონში - არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
FaceBook
იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.
ცესკომ უკვე გამოაქვეყნა:


ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან 27 უბნის შედეგი დათვლილია. ამომრჩევლთა ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 52,867 % ( 7053 ამომრჩეველი); 

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე  47,133% (6288 ამომრჩეველი); 

არჩევნების პირველ ტურში ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობდა. 

ბაღდათი


52-ე ბაღდათის საოლქო საარჩევნო ოლქში არსებული 31 საარჩევნო უბნიდან 27 დათვლილია: "ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე  60,561% (5 396 ხმა)  ;

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი რობაქიძე 39,439 % (3 514 ხმა)

ბაღდათში 21493  დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 12458-მა დააფიქსირა. 

წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 69 საარჩევნო უბნიდან  ამ დროისთვის  18 უბანია დათვლილი. ცესკოს წინასწარი  მონაცმების მიხედვით,

"ქართული ოცნების" კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე 54,624% (1890 ხმა) ლიდერობს,  ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაზა მეტრეველს  45,378% (1570 ხმა); 

58-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში  50 419 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში თავიანთი არჩევანი 23918-მა  მოქალაქემ დააფიქსირა. 

დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა.

საქართვლოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური ჩატარდა.


Print