ახალი ამბები
ბაღდათში "ოცნების" კანდიდატი ლიდერობს - 10 საარჩევნო უბნის მონაცემები
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 31 საარჩევნო უბნიდან 10 უკვე დათვლილია.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბაღდათში "ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე ლიდერობს. 

დათვლილი 10 საარჩევნო უბნის მიხედვით,  კახა ენუქიძეს - 59,482%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიორგი რობაქიძეს 40,518% აქვს.

52-ე ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურზე არჩევანი 10976 - მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.11%-ია.

ბაღდათში სულ  21 493 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ბაღდათში მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი" გიორგი რობაქიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე იბრძვიან.

პირველ ტურში გიორგი რობაქიძემ ამომრჩეველთა ხმების 35.883% მიიღო, Ხოლო "ქართული ონების" მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ - 49.533%.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური ჩატარდა. 


Print