ახალი ამბები
ბაღდათში არჩევნებზე 10976-მა ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურზე არჩევანი 10976 - მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.11%-ია.

არჩევნების პირველი ტურში ბაღდათში მეტი აქტიურობა იყო.

2 ოქტომბრის არჩევნებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში არჩევნებში 12458 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრეველთა საერთო რაოდენობის 54.75%-ია.

ბაღდათში არის 21493 ამომრჩეველი, სულ 30 საარჩევნო და 1 კოვიდ უბანია.

ბაღდათში მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი" გიორგი რობაქიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე იბრძვიან.

პირველ ტურში გიორგი რობაქიძემ ამომრჩეველთა ხმების 35.883% მიიღო, Ხოლო "ქართული ონების" მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ - 49.533%.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური ჩატარდა. 


Print