ახალი ამბები
წყალტუბოში არჩევნებში ამომრჩეველთა 47.44% -მა მიიღო მონაწილეობა
FaceBook
წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 23918-მა ამომრჩეველმა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47.44%-ია.

ამ მონაემის თანახმად პირველ ტურში წყალტუბოს ამომრჩეველი უფრო აქტიური იყო. პირველი ტურში არჩევნებში 26125 ამომრჩეველი იყო ჩართული ანუ ამომრჩეველთა - 51.58%.

წყალტუბოში ქალაქის პირველი პირის მანდატისთვის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები" იბრვიან.

სწორედ, "ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატს გენადი ბალანჩივაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაზა მეტრეველს შორის უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული.

პირველი ტურის შედეგები კი ასეთია:

ზაზა მეტრეველი 42.546%;

გენადი ბალანჩივაძე - 48.521%;

წყალტუბოში 50419 ამომრჩეველია.ძირითადი უბანია 67 , ემატება პენიტენციური 68 და ასევე კოვიდ უბანი 68. ჯამში 69 უბანი.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური ჩატარდა.


Print